LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)

343

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანში” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა აქვთ: თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ ერთი ხელმძღვანელის ბექა წიქარიშვილის განცხადებით გუშინ გვიან ღამით განვითარებული მოვლენები დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები