LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო

518
BeFunky-collage (3)

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა.

რუსთაველის თეატრი მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

კახი კავსაძე

დაიბადა 1935 წელს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან.

რუსთაველის თეატრისსცენაზე განსახიერებული როლები:

  • ფორტინბრასი (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
  • მარსელი (გ. მდივანი ,,ტერეზას დაბადების დღე”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
  • დავით დადიანი (ნ. მრევლიშვილი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
  • კოტე (ლ. სანიკიძე ,,ქუთათურები”, რეჟისორი _ დ. ანთაძე),
  • ტიტიკო (,,სიმღერა შევარდენზე”),
  • ნოე (რ. ნეში ,,წვიმის გამყიდველი”, რეჟისორი _ ბ. კობახიძე),
  • ადამი (ი. შტოკი ,,ღვთაებრივი კომედია”, რეჟისორი _ ბ. კობახიძე),
  • ჯიმი (ბ. ბრეხტი ,,სამგროშიანი ოპერა”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
  • გლეხი, ყმაწვილი, მოცინარი, მეფე (სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი),
  • გურამი (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • ჩონთა (ვაჟა-ფშაველა ,,მოკვეთილი”, რეჟისორი _ ა. ჩხარტიშვილი),
  • მიდი-მოადე (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • თავადი კოწია (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
  • დევდარიანი (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • ილიკო (ნ. დუმბაძე ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • ლორდ ჰასტინგსი (შექსპირი ,,რიჩარდ III”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • აკბარი (კ. გოლდონი ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი _ ა. ვარსიმაშვილი),
  • კენტი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
  • კაპიტანი ქობალავა (ალ. ჩხაიძე ,,სამიდან ექვსამდე”, რეჟისორი _ ბ. კობახიძე),
  • რასპუტინი (მ. ჯავახიშვილი ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”, რეჟისორი _ ა. ვარსიმაშვილი),
  • მოსე (ი. სამსონაძე ,,იქ სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი _ გ. თავაძე),
  • ბატონი დევი (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები _ რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),
  • კოტე (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები’’, რეჟისორი _ გ. კაპანაძე). See Less

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები