LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები პიტბულებივით არიან, ოცნება სიღატაკეს ვერ გადაფარავს – ელისაშვილი

141
6ალექსანდრე-ელისაშვილი-1

დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს, რომ “რუსთავი 2-ის” გუნდისგან მთავრობაზე ორმაგ შეტევას ელის. მისი თქმით, ხელისუფლებას მხოლოდ “რუსთავი 2”-ის ლოგო შერჩება და თან, სახელისუფლებო არხებით სიღატაკის გადაფარვას ვერ შეძლებს.

„რა სევდიანი საყურებლები არიან “ოცნების” ე.წ. ლიდერები: “რუსთავი 2-ის” ჯიბეში ჩადებით რომ ჰგონიათ დიდი საქმე გააკეთეს და წელში გაიმართნენ. ჯერ ერთი “რუსთავი 2”-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან – გადაჯგუფდებიან ახლა სხვა არხზე და ორმაგი შემართებით შეუტევენ გაზულუქებულ მთავრობას.

“ოცნებას” კი შერჩება ხელში “რუსთავი 2”-ის ლოგოიანი თხლე. მერე მეორე და უფრო მთავარი – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა, უმუშევრობა, უკიდეგანო გაჭირვება. ჰოდა, შვიდი წელია ივანიშვილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა და მისი კიდევ უფრო გაღატაკება და ეხლა აუჩუყდება გული? ჰოდა, რაც არ უნდა ტინგიცი მოაწყოთ სახელმისუფლებო არხებზე სიღატაკე არ გადაიფარება. ასე რომ ოცნების და ივანიშვილის წამზომი ძალიან ხმამაღლაა უკვე ჩართული“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსნებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, რომელმაც იმავე დღეს შეცვალა დირექტორი და ნიკა გვარამია, მისმა ადვოკატმა ზაზა სალიამ ჩაანაცვლა.

ნახეთ ასევე: იუსტიციის სამინისტრო, ხომ გაფრთხილებდით?! – ნიკა გვარამია ახალ დეტალებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები