მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი „რუსთავი 2“-ის შუადღის ერთ-ერთი თანაწამყვანი გახდა. მან დღევანდელ გადაცემაში პარტნიორობა გვანცა დარასელიას, თიკა ფაცაციას და კიდევ ერთ ახალ წამყვანს, სოფიკო ნარჩემაშვილს გაუწია.

თორნიკე გოგრიჭიანი მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალიდან „ტიფლისი“, ასევე „ჯი-დი-ეს“-ის გადაცემიდან, რომელიც კინოსამყაროს შესახებ იყო.

როგორც თიკა ფაცაციამ აღნიშნა, თორნიკეს პირველივე დღეს „სხვა შუადღეში“ განსხვავებული და ენერგიული იყო, რადგან მსახიობი „რეზო და ბავშვების“ ახალ სიმღერაზე „ყურსასმენები“ აცეკვდა.

როგორც თიკამ და გვანცამ აღნიშნეს, თორნიკე გოგრიჭიანი მათთან ერთად შუადღის გადაცემას ყოველ ოთხშაბათს წაიყვანს.

 

მსგავსი თემები