„რუსთავი 2“ ახალ მუსიკალურ მეგაშოუს აანონსებს. როგორც ნიკა ლომიძემ აღნიშნა, მუსიკალური გადაცემა ეთერში მალე გავა და მისი სახელია „დიდი სცენა“. მას განსხვავებული წესები ექნება და გამოვლინდება არა ერთი,, არამედ სამი გამარჯვებული რომელთაც ისე დააჯილდოვებენ, რომ პოზიციებს ერთმანეთისგან რთულად განასხვავებთ. როგორც ნიკამ დასძინა, პირველი ადგილის მფლობელის კარიერას კი საინტერესო გაგრძელება ექნება. როგორც აღინიშნა, მალე კასტინგები დაიწყება და მთელ საქართველოს მოივლიან. შესრულდება არამხოლოდ ქართული, არამედ უცხოური სიმღერებიც.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05