დღეს დილას რუსთავში მცხოვრები 2 ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე ადამიანი გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტი “ფორტუნას” შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია შესაბამისი მუხლით, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

ნოემბრიდან გაზზე რეგულაციები მკაცრდება

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05