LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან კერვალიშვილი: „დაპატიმრების წინ ვახტანგს გამოვემშვიდობე, ყველამ იცოდა, რომ მას ვეღარ ვნახავდი…“

1396
rusudenkervalisvhilinews

რუსუდან კერვალიშვილმა მაია ასათიანის გადაცემაში ვახტანგ რჩეულიშვილთან, დის ქმართან გამომშვიდობებას იხსენებს. მას მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა და მალევე გარდაიცვალა…

რუსუდან კერვალიშვილი:

„ოჯახის წევრების გარეშე გარდაიცვალა. ცოლი და შვილი პატიმრობაში ჰყავდა, მერე მეც… საოცრად მადლიერი ვარ ფრიდონ თოდუას ინსტიტუტის, ყველა იმ ადამიანის, ვისთანაც ვახტანგი დავტოვე, გარდა იმისა, რომ არიან მეგობრები, არიან საოცარი ადამიანები, სადაც დავტოვე ვახტანგი. როდესაც ვახტანგს გამოვემშვიდობე, ყველამ იცოდა, რომ მას ვეღარ ვნახავდი, იქიდან პირდაპირ წავედი სასამართლოზე… ჩემთვის აი, ეს იყო ყველაზე მძიმე. დაპატიმრება ამასთან შედარებით არაფერი იყო…

გამოვემშვიდობე და მითხრა, – არ ვიცი, მიხვდა თუ არა ბოლომდე, – თქვენ მაგარი გოგოები ხართ და შეძლებთ ყველაფერსო. შეეცადა, ძალიან მხიარული ყოფილიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g