LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ ვაქცინას კვლევები არ გაუვლია, ამიტომ სკეპტიკურად უყურებენ: ამირან გამყრელიძე

118
Capture

“რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა, მას ჯერჯერობით ფართომასშტაბიანი კვლევები ან არ გაუვლია, ან შედეგები არ გამოქვეყნებულა, ამიტომ სკეპტიკურად უყურებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ: პუტინი

“რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენთანაც ის ინფორმაციაა, რაც მასობრივი ინფორმაციის წყაროებში არის. ამ რუსულ ვაქცინას, როგორც ვიცით ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია არ არის გამოქვეყნებული მისი შედეგები, ამიტომ ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა რუსეთის მარეგულირებელმა ის დაამტკიცა გამოყენებისთვის. ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი – მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რუსეთში დარეგისტრირდა. მისი თქმით, ვაქცინა მის ქალიშვილზე დაიტესტა და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი ეფექტიანობა უკვე დამტკიცდა.