LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი

106
BeFunky-collage

თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აღნიშნულ ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანაში დაბრუნების მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა, ზემოთ აღნიშნული განცხადება კი მისი შიმშილობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„დღეს მე ქართული საზოგადოება ვიზუალურად ვერ მხედავს და არც ჩემი ხმა ისმის „ლაივში“ და თუ ჩემი სიცოცხლით ვეღარ ვუშველი ჩემს ქვეყანას, იქნებ ჩემი სიკვდილი მაინც აღმოჩნდეს გზის მანათობელი. ამას ვამბობ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები