„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 4 დღის წინ ჩამოვიდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებაში არავის არ ჰქონდა.
მისივე თქმით, გუშინ სააკაშვილი კანელარიასთან ახლოს იმყოფებოდა,თუმცა მისი დაჭერა ვერ შეძლეს.
„მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. გუშინ კანცელარიასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს. უკვე მე-4 დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია ამ ჩამოშლილ და ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს: სახალხო დამცველი