LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს: მეუფე იაკობი

109
BeFunky-collage

„მიშა რაღაცას რომ ამბობს ჩემზე, მე ვთქვი და ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენ რომ ქვეყანაში ისევ პირველკაცობა და მობრუნება გინდა, იქიდან რომ ასე გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო თუ მიბედავდა რამეს აქ“,– ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რითაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მეუფე იაკობის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბელადომანიას უნდა შეეშვას.

ქართველი კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებს და იარაღსაც აიღებს ხელში: მეუფე იაკობი

ამის შესახებ მეუფემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და დაამატა, რომ ამ ორი პარტიის არ არსებობის შემთხვევაში, სხვანაირი არჩევნები ჩატარდებოდა. 

„ახლა დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს, მერე ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა… ბელადომანიას უნდა მოეშვათ, ბიძინა ხომ წავიდა, წავიდეს ეგეც, მაგანაც თავი გაანებოს და მელიაც სხვანაირად მოიქცევა, ხალხიც უფრო დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში, მე რომ ასე დამიწყებენ…“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 და 2013 წლების არჩევნებიც შეახსენა და თქვა, რომ მათი მარცხის მიზეზი კარგად უნდა გაიხსენონ.

„რატომ წააგეს? დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თავად ნახავენ. თუ უნდათ, რომ ასე მაჩანჩალები იყვნენ, რაღა ვქნა, თუ უნდათ, საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ ივნისს ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს, ვიდეო-მიმართვით უპასუხა და მეუფე იაკობს მიმართა: „ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე.“

პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები, ერთმანეთს სცემენ, რა გასაკვირია, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს: მეუფე იაკობი ბავშვთა პანსიონზე

კაცი პრემიერი თუ შს მინისტრი იყო და ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა -„კრიზისმენეჯერი“ კი არა, „კრიზისმეიკერია“: მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები