LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს ეძლეოდა ძლიერი მედიკამენტი ისე, რომ შესაძლოა, საჭირო არ ყოფილიყო, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მისი დასუსტება სცადა: ადვოკატი

94
1

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილს ძლიერ მედიკამენტს აძლევდნენ ისე, რომ შესაძლოა ეს საჭირო არც ყოფილიყო.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ძლიერდება ეჭვი – ხელისუფლებამ სცადა სააკაშვილის დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა, რათა მას სასამართლოში მისვლა ვერ შესძლებოდა:

“სამედიცინო ისტორიაზე სრული წვდომა არ გვქონდა. ბევრჯერ მოვითხოვეთ, რამდენჯერმე გვქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ პასუხი, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილიუმის შექმნის პირველი დღიდან ითხოვდა ფსიქიატრის ჩართულობას.

სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა - ჯიშკარიანი ფსიქოტროპულზე

კითხვაზე, მოატყუეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იღებდა პრეპარატს, მარიამ ჯიშკარიანმა ასე უპასუხა: „მე ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი, ალბათ იუსტიციის სამინისტროს ექნება - იყენებდნენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით?

“ქართული ოცნების” სპიკერებმა ამას მიაბეს, თითქოს სააკაშვილს ჰქონდა მენტალური პრობლემები, თუმცა არა, სწორედ ფსიქიატრის ჩართულობა იყო საჭირო იმისთვის, რომ მას შეეფასებინა დანიშნული მედიკამენტების საჭიროება. დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ პროფესიულად და სრულად გამოეკვლია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა დანიშნულება, არ ჰქონია.

ადვოკატები, ბუნებრივია, რომ არ ვართ პროფესიონალი ექიმები, ხოლო პირადი ექიმი, რომელიც ითხოვდა ფსიქიატრის კონსილიუმში ჩართვას, ყურადღების მიღმა დარჩა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, კომბინაციაში, ბუნებრივია, როცა “ემპათიის” ხელმძღვანელისგან ვისმენთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შესძლებოდა სასამართლოში მისვლა, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი გეგმებიც არსებობდა.” – თქვა თუთბერიძემ.

აქვს ვერნიკეს სინდრომი, ასევე პოსტტრავმული ნერვული აშლილობა, მთავრობას მოუწევს სტრასბურგში გასცეს პასუხი თუ რატომ იყო დანიშნული ფსიქოტროპული პრეპარატები მაღალი დოზებით – მარიამ ჯიშკარიანი

მისივე თქმით, ელოდებიან, რომ მიიღებენ სამედიცინო მოსაზრებას, რომელიც დასაბუთებული იქნება:

“პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით, რომ მივიღოთ სამედიცინო მოსაზრება, რომელიც იქნება დასაბუთებული. იქამდე რაც არ უნდა გელაპარაკოთ ჩვენს სამომავლო გეგმებზე, იქნება მარჩიელობა. თუ გვექნება იმის საფუძველი, რომ მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, თუ იქნება ადამიანის უფლებების დარღვევა, ცხადია, რომ გამოვიყენებთ სტრასბურგში და უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, რომ თუ სამედიცინო მოსაზრება ამას დაადგენს, ეს იქნება ძალიან ძლიერი არგუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან დიდი ფასის გადახდის საფუძველი საქართველოს სახელმწიფოსთვის სტრასბურგის სასამართლოში.”  -განაცხადა თუთბერიძემ.

“სადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ” – სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები