LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს ეს პრეპარატი საძილე ეგონა – ჯიშკარიანი ფსიქოტროპულზე

785
BeFunky-collage (9)

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნერვოლოგიურად, ლაბილურია, შესაბამისად, საჭიროა მკურნალობა. აღნიშნული განცხადება მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ბარათიდან არ ირკვევა, რატომ იღებდა ექსპრეზიდენტი ნეიროლეპტიკურ პრეპარატს. მისი თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ საძილე მედიკამენტს იღებდა.

„მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე. როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს პრეპარატი 27 ნოემბერს, მან მეორე დღესვე იგრძნო ცვლილება“, – განაცხადა „ემპათიის“ ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, მოატყუეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იღებდა პრეპარატს, მარიამ ჯიშკარიანმა ასე უპასუხა:

„მე ვერ გეტყვით, ამაზე პასუხი, ალბათ იუსტიციის სამინისტროს ექნება – იყენებდნენ ამ პრეპარატს ზოგადად საძილედ თუ რაიმე განზრახვით? იმ ნერვოლოგიურ სიმპტომატიკაზე, რომელიც ამჟამად გამოვლენილია, ე.წ ვერნიკეს ენცეფალოპათია, შიმშილობის პერიოდში ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ეს პრეპარატები დანიშნულია საკმაოდ დოზირებით და ამან გამოიწვია ის, რაზეც საუბრობდა უკრაინელი ადვოკატი, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იცნო, იმდენად იყო შეცვლილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები