LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საახალწლო სუფრებზე ნიღბის გარეშე იქნებოდნენ, მატება გვექნება, გააჩნია, რა მასშტაბებით” – განიხილება თუ არა შეზღუდვების გამკაცრება 16 იანვრის შემდეგ

1105
BeFunky-collage (2)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება. პაატა იმნაძის თქმით, დააკვირდებიან, როგორ აისახება ახალი წლის ღამეს გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

მისივე განმარტებით, დაახლოებით 10-14 რიცხვისთვის გამოჩნდება, მოიმატებს თუ არა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 128, აჭარაში 37, იმერეთში კი 71 გამოვლინდა

საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

კლინიკაში ავადმყოფების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს ახალ შემთხვევებს და ეს კარგია: გია კიკაბიძე

„პირველ რიგში, გაზრდილი მობილობის შედეგები გამოჩნდება სადღაც 10-14 რიცხვისთვის, გამოჩნდება, ხომ არ მიგვიყვანს ეს შემთხვევების მატებამდე. ალბათ მატება იქნება, გააჩნია, რა მასშტაბებით.

უფრო საშიში რა თქმა უნდა, იქნებოდა საახალწლო სუფრები, სადაც ადამიანები ნიღბის გარეშე იქნებოდნენ. დანარჩენი რა ინფორმაციაც მაქვს, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრბში კარგად იყო დაცული დისტანცია. პირველის სუფრის და სტუმრიანობის შედეგები სადღაც 10-14-ში გამოჩნდება“, – განუცხადა პაატა იმნაძემ პირველ არხს.

რატომ გვაქვს შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი – თამარ გაბუნია განმარტავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.

დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებია – ნახეთ, ვისზე არ ვრცელდება დასვენება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g