“ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე.”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
თამარ გაბუნიას შეფასებით, ოფიციალურ სტატისტიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება ინფექციის რეალურ კლებას არ ნიშნავს.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 128, აჭარაში 37, იმერეთში კი 71 გამოვლინდა
საქართველოში 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 469 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფექციის გარკვეული მატებაა მოსალოდნელი.
“ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად დადებითობის მაჩვენებელი კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები. ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს,”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.