LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება: ლევან იოსელიანი

44
ლევან-იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააჩენს განცდას, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება.

ამის შესახებ ლევან იოსელიანმა კაჭრეთში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“შემოგვაქვს ელექტრონული დათვლისა და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმი, შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10%-ის სავალდებულოდ გადათვლის ვალდებულება, შემოგვაქვს საჯარიმო სანქციები შეკრებაზე, 100 მეტრის რადიუსით იზრდება შეკრება საარჩევნო უბნებთან და დაუბალანსებელი ოქმების შემთხვევაში ავტომატურად დაექვემდებარება გადათვლას თუ დაუბალანსებელი იქნება ოქმი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ნამდვილად გააჩენს იმის განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება, რომ გაყალბდეს”, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები