LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფო, რომელიც იძახის ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია – გიორგი ფხაკაძე

5976
doctr2010-2020-10-16-11-52-16-973804

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი ჯანდაცვის სისტემის მოახლოებულ კოლაფსზე საუბრობს. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ  ინფექციის გავრცელების ტემპის კლება, მხოლოდ ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” ისაუბრა.

თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს: გიორგი ფხაკაძე

“საქართველოს ჯანდაცვა ახლა კი არ დაინგრა, ბოლო 20 წელია ინგრეოდა. ეპიდემიამ გამოაშკარავა ყველა ჩავარდნა, დაწყებული ექიმების გადამზადებით, ხარისხის კონტროლით და დაბალი ხელფასებით დამთავრებული. სისტემა შიგნიდან იყო დამპალი, ექიმები ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, მაგრამ სისტემა გარედან ლამაზია, შიგნით კი არაფერს წარმოადგენს. საავადმყოფო, რომელიც იძახის, რომ ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ჩვენთან საუბრისას და ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა სამედიცინო დაწესებულების მობილიზაცია უნდა მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები