LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში, 32 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს

237
ფტჯჰგფ

12 ოქტომბრის ღამეს,  საბერძნეთში, კატერინის მუნიციპალიტეტის პარკში, 32 წლის ქართველი მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს.

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი მამაკაცი ერთმანეთს გაუკრკვეველი მიზეზით დაუპირისპირდა. რუსმა მოქალაქემ, ქართველი ემიგრანტი საძილე არტერიაში სასიკვდილოდ დაჭრა და შინ წავიდა, სადაც პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა, დამნაშავის სახლიდან დანა ამოიღეს.

გარ­დაც­ვლი­ლი 32 წლის ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, გიკა კო­ბა­ი­ძეა, რო­მელ­საც ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი მძიმე მდგომარეობაში იყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ერთ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ დრომდე უცნობია ჩხუბის მიზეზი. თუმცა, ხმაურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ მათ აქამდეც მწვავე კონფლიქტი ქონდათ, რაშიც საბერძნეთის პოლიცია იყო ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები