LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საჭიროდ ჩავთვალე გვერდში დავუდგე ჩემს ქვეყანას” – მოსკოვში მოღვაწე ქართველი ექიმი უფასო ონლაინ კონსულტაციებს გთავაზობთ

417
BeFunky-collage (5)

მოსკოვში მოღვაწე ქართველი ექიმი საქართველოს მოქალაქეებს უფასო ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ ირაკლი კვეკვესკირი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს ინფორმაციას.

“გამარჯობათ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. მე გახლავართ ექიმი თერაპევტ კარდიოლოგი , Covid 19 გადამზადებული და წითელ ზონაში მომუშავე ექიმი. ვმოღვაწეობ მოსკოვში … საქართველოში და მთელ მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ შეძლებისდაგვარად დავუდგე ჩემს ქვეყანას გვერდში და საჭიროების შემთხვევაში გავუწიო მოქალაქეებს ონლაინ უფასო პირველადი კონსულტაციები … შეგიძლიათ დამიკავშირდეთ whatsapp : +79999947991”- წერს ექიმი.

“ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, გაფრთხილებთ უკანასკნელად! გადადეთ ხალხმრავალი თავყრილობა! მოერიდეთ ყოველგვარ სუფრებს!” – ექიმი დავით გადელია მოქალაქეებს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები