კარგად განვითარებული ევროპული დონის ტექნიკა და მაღალკვალიფიციური მუშახელი – ეს კომპანია „მითანას“ წარმატების მთავარი საიდუმლოა.

290 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი „მითანას“ პროდუქტის საუკეთესო ხარისხზეა პასუხისმგებელი. კომპანია აწარმოებს ძეხვეულის 50-ამდე სახეობას. იმისთვის, რომ მოსახელობას მიეწოდოს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, „მითანას“ ბაზაზე ფუქნციონირებს ექსპერტიზის ლაბორატორია, სადაც ხორციელდება პროდუქციის ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლი.

2016 წლიდან „მითანამ“ ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყო. მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდიდან გამომდინარე, კომპანიამ გაამრავალფეროვნა გაყინული პროდუქცია და დღეისთვის 38 სახეობას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ „მითანა“ 2008 წელს დაარსდა. დღიდან დაარსებისა კომპანიას ჰყავს თავისი უცვლელი და ერთგული მომხმარებელი.

Posted by Meatana/მითანა on ოთხშაბათი, 20 მარტი, 2019

მსგავსი თემები