LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად წავიდა დანარჩენი საკვები?“ – სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სასურსათო ამანათის გამო ბრიტანეთში მთავრობას აკრიტიკებენ

122
BeFunky-collage (6)

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის შემადგენლობა დიდ ბრიტანეთში მთავრობის კრიტიკის საგანი გახდა.

ამანათის შემადგენლობის ფოტოს, სადაც ერთი შეკვრა მაკარონი, პური, ორი ცალი კარტოფილი და ხილის მიზერული რაოდენობა ჩანს, „ტვიტერში“ უკვე 30 ათასსზე მეტი გაზიარება აქვს.

ფოტო ერთ-ერთმა მშობელმა განათავსა სოციალურ ქსელში. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

დედამ ვინაობის გამხელაზე უარი თქვა, თუმცა „BBC“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკვები პროდუქტების შემადგენლობა მისთვის ძალიან დამრთგუნველი აღმოჩნდა, ვინაიდან მისივე განცხადებით, სწორედ „ამ მიზერულ“ დახმარებაზე არიან მისი შვილები დამოკიდებული.

„10 დღეზე გათვლილი საკვები 30 გირვანქა სტერლინგის ღირებულების საკვებს უნდა შეიცავდეს?“ – აცხადებს მშობელი გამოცემასთან.

 

 

აღნიშნულ ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. თავად კრიტიკის ობიექტებმაც აღნიშნეს, რომ პროდუქტების შემადგენლობა არაადეკვატურია.

აღსანიშნავია, რომ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმაც. ბორის ჯონსონმა თქვა, რომ საკვები პროდუქტების კალათის შემადგენლობა „საშინელებაა“.

გარდა ამისა, „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ფოტოს არაერთი ცნობადი სახე ეხმიანება. ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი წერს, რომ ბავშვები არ უნდა შიმშილობდნენ.

ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი კირ სტარმერი შესაბამის პირებს მოუწოდებს სასწრაფოდ გააუმჯობესონ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გასაცემი ამანათების ხარისხი.

მიწოდებაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ „Chartwells“  ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ კალათა ერთ კვირაზე იყო გათვლილი. ამასთან, კომპანიამ პირობა დადო, რომ სტანდარტს გააუმჯობესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები