LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა

121
ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას სამი დღის განმავლობაში დევონის საგრაფოში დარტინგტონის სასახლე მასპინძლობდა.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20 ქართული კომპანიის 100-მდე სხვადასხვა ღვინო.

ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც  ღვინის მაგისტრები სარა ებოტი და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები