LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავინ არის იმ სულელზე სახიფათო, ვისაც თავი ჭკვიანად მოაქვს“ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ცნობილი გამონათქვამები

21778
FORTUNA. GE (1)

„ფაუსტის“ ავტორი, გერმანელი მწერალი და ფილოსოფი ვოლფგან გოეთე პოეზიის, დრამისა და ეპოსის აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრებში მუშაობდა. შილერთან, ჰერდერთან და ვილანდერთან ერთად „ვეიმარის კლასიციზმის“ სახელით ცნობილი მიმდინარეობა შექმნა და საფუძველი ჩაუყარა განმანათლებლობის ეპოქის აღმზრდელობით რომანს.

fortuna.ge გთავაზობთ გოეთეს  ცნობილ ფრაზებს:

ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია.

სუსტ ადამიანთან კამათი უაზრობაა, რადგან მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას იმეორებს და არასდროს უნდა სხვისი აზრის მოსმენა.

ბევრად მეტს მიაღწევდა კაცობრიობა, ადამიანები მუდმივად ერთმანეთის მოტყუებას რომ არ ცდილობდნენ.

მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად ბედნიერი, როცა სხვისი ბედნიერების გაზიარება შეგიძლია.

მათ ვისაც გულწრფელად, თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი, ვერასდროს დააღწევენ თავს სერიოზულ ჩხუბს და კამათს.

მხოლოდ ისაა სიცოცხლის ღირსი, ვინც ყოველდღე ცხოვრობს და არა არსებობს!

სადაც სიბრიყვე ნორმაა, იქ გონიერება სიგიჟედ ითვლება

არაფერი არ გასცემს ადამიანს ისე, როგორც მისი იუმორის გრძნობა.

მხოლოდ ისაა სინამდვილეში ბედნიერი, ვინც თვითდამკვიდრებისთვის არც ბრძანებებს გასცემს, არც სხვის ბრძანებას ემორჩილება.

სადაც სიბრიყვე ნორმაა, იქ გონიერება სიგიჟედ ითვლება.

არაფერია დაკარგული, სანამ ყველაფერს არ დაკარგავ!

მიეცით ადამიანს მიზანი, რისთვისაც იცოცხლებს და ის ნებისმიერ ტანჯვას გაუძლებს.

ვინც, საკუთარ მომხიბვლელობას გრძნობს, ის მართლა მომხიბვლელი ხდება.

გრძნობა არასდროს იტყუება, მხოლოდ მასზე შექმნილი წარმოდგენა ცრუობს.

ყველა მედალს ორი მხარე აქვს, სიმართლეზე მყვირალი – ყველაზე დიდი მატყუარაა, ის,   ვინც სილამაზეზე ყვირის, სული აქვს მახინჯი და ის, ვინც კაცთმოყვარეობას იჩემებს – სინამდვილეში კაცთმოძულეა.

ყველაზე სასაცილო სურვილი – სურვილია, მოსწონდე ყველას.

ის, რაც ბევრს ნიშნავს, არასდროს უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რაც ცოტას ნიშნავს.

რომ იცოდე, რა ცოტას ესმის შენი სწორად, საერთოდ არ ამოიღებდი ხმას.

არავინაა იმ სულელზე სახიფათო, ვისაც თავი ჭკვიანად მოაქვს.

შეუძლებელია იყო ყოველთვის გმირი, თუმცა იყო ადამიანი ყოველთვის ვალდებული ხარ.

სიყვარულს არაფერია აქვს საერთო გონიერებასთან.

ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი ყოველთვის სიამოვნებით იყენებს საკუთარ ნიჭს.

ადამიანი საკუთარ მცდარ მოქმედებას უფრო ადვილად აღიარებს, ვიდრე მცდარ აზროვნებას.

ბოროტება ყოველთვის უნიჭოდ ინიღბება სიკეთით და მხოლოდ უნიჭოს სჯერა ამგვარი სიკეთის.

ის, ვინც დიდხანს ფიქრობს, ვერასდროს ღებულობს სწორ გადაწყვეტილებას.

სიკვდილის შეიძლება გეშინოდეს ან არ გეშინოდეს, მაგრა ის, ნებისმიერ შემთხვევაში მოვა.

მხოლოდ მისგან ისწავლე, ვინც ცხოვრებაზეა შეყვარებული.

ადამიანის მანერა – სარკეა, რომელშიც მისი პორტრეტი აირეკლება.

იუმორის გრძნობა – გენიოსის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ცნობილი ადამიანების ციტატები