LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს“ – რას პასუხობენ მმართველ პარტიაში სამადაშვილს

3148
სამადა, ოხანა და სარჯველა

საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი აშშ-ის საელჩოში „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და და TV „პირველის“ გენერალური დირექტორს, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე ძალადობაში მონაწილე პარლამენტარი მანდატს უნდა ტოვებდეს.

„გამაოგნებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოაწყვეს ჯგუფური თავდასხმა დამოუკიდებელი მედიის მენეჯერზე. ვფიქრობ, ეს არის სამარცხვინო და ცხადია, ნორმალურ პოლიტიკურ ძალას ადეკვატური რეაგირება ექნებოდა ამაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე ფიზიკურ ძალადობაში იღებს მონაწილეობას, ჩემი აზრით, უნდა ტოვებდეს პარლამენტის წევრის მანდატს.“– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის ამ განცხადებას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. პარლამენტი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მანდატის დატოვების მოთხოვნა მტკნარი აბსურდია. დეპუტატის თქმით, არავისთვის ეს სასიამოვნო არ არის, თუმცა, ოხანაშვილს ისეთი მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ მას ნერვებმა უმტყუნა.

„როცა ვსაუბრობთ, რომ ვინმე ვინმეს თავს დაესხა, ასე ნუ წარმოვაჩენთ სიტუაციას და ნუ შევეცდებით, რომ მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია შევთავაზოთ. იქ მოხდა მძიმე პროვოკაცია, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია კონფლიქტი.

ამ მძიმე შეურაცხყოფას მოჰყვა შელაპარაკება, შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს, ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს. ეს არის და ეს, რაც მოხდა, ამის წარმოჩენა, რომ ვინმეს ვინმეს გაუფრთხილებლად მივარდა და მასზე იძალადა, არც ლოგიკურია და არც დამაჯერებელი.“ – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, TV „პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მანვე აღნიშნა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილი განცხადებით კი, TV „პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ამავე თემაზე: 

ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო – გასაჯაროვდეს ყველა კადრი და გადაადგილება: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

ოდიშარია: ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სამ კაცთან ერთად, ერთი კაცის ანგარიშსწორებაში მონაწილეობა

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g