LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის საგარეო უწყების მინისტრი: მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის

58
ჟან-ივ ლე დრიანი

„მსოფლიოს ლიდერები უნდა მოემზადონ, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდება და მთელ მსოფლიოს სერიოზულ გრძელვადიან პრობლემებს შეუქმნის“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საერთაშორისო საუბრები უნდა იყოს ფოკუსირებული სურსათის ფასების ზრდაზე, რადგან ორგანიზაციები მსოფლიოს აფრთხილებენ უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ სასურსათო კრიზისზე.

„ეს ყველაფერი გვიჩვენებს ძალიან ძლიერ ერთობას „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის, რათა დროთა განმავლობაში გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე.

ჩვენ არ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას, არის აგრესორი და აგრესიის მსხვერპლი, ჩვენ მხარს ვუჭერთ აგრესიის მსხვერპლს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის ინიციატივებს სამხედრო და ფინანსურ სექტორში და ეს არის ის, რასაც ჩვენ განვიხილავთ აქ, ჩვენი სამუშაო დღის განმავლობაში.“ – თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ევროპამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როცა რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ: მაკრონი

მაკრონი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე ათწლეული შეიძლება დასჭირდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები