LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფულეში ჰქონდა წერილები, ერთში ეწერა – „გამოიყენე, ჩემი ანაბარი“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

640
თამარ-ბაჩალიაშვილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს საფულეში წერილები ჰქონდა შენახული.

“პატარა წერილებია, ყოველდღიურად ადამიანი რომ რაღაცებს ჩაიწერს, რომელიც თავის საფულეშია, საბანკო პლასტიკური ბარათებია, პირადობა… წერილები არ ვიცით როდინდელია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ძალიან ბევრი ფურცელი იყო, დალუქულია. „გამოიყენე, ჩემი ანაბარი,“ – ერთში ეს ეწერა, ვის ეუბნება,რას ეუბნება არ არის დადგენილი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ცხედრის ექსპერტიზაში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g