LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგაშო ინფორმაცია! 169 ბავშვი 12 ქვეყნიდან – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

3017
ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი ვირუსის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლითაც ძირითადად ბავშვები ინფიცირდებიან.

“საგანგაშო ინფორმაცია!

169 ბავშვი 12 ქვეყნიდან (საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული) დაინფიცირდა ახალი ტიპის ჰეპატიტით.

სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების 10%-ს სჭირდებათ ღვიძლის გადანერგვა.

ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი.

დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არა ვაქცინირებულები იყვნენ.

ჯანმრთელობას გისურვებთ…”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

აღნიშნული ვირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ფორბსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g