LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით

321
gaxaria

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით“, – ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ გააკეთა.

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს - გიორგი გახარია

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

მანვე აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. სხდომა დღესვე გაიმართება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები