LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 15 %-ით შეგვიმცირდა

49
global

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები). ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები