“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

საქმე ეხება 2018 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებას. “საია”-ს წარმომადგენელი, მიხეილ ჯახუა ამბობს, რომ გვრიტიშვილმა ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა ანა დოლიძის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, დოლიძე რუსულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა.

იურისტის განმარტებით, დოლიძე ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა, რომლებიც არა რუსული, არამედ ჰოლანდიური იყო და აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობდა.

მსგავსი თემები