LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საიდუმლო დოკუმენტი”, რომლის გამოც დეფაქტო რეჟიმი “განრისხდა” – ე.წ. საზღვრის კეტვის ქრონიკები

969
samxret oseti

ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დანარჩენი საქართველოსთვის კიდევ ერთხელ ჩაკეტა. ახლა უკვე გაურკვეველი დროით.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა საოკუპაციო ხაზის ცალკეულ მონაკვეთებზე ოფიციალური თბილისის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება.

სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, იგორ კოჩიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “სამხრეთ ოსური მხარის პოზიცია უცვლელია – საქართველოს პოლიციის საგუშაგო უნდა მოიხსნას”. 

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთს დახმარებას სთხოვს

ე.წ. დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ სოფელ წნელისთან ბლოკპოსტის დადგმის გამო.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ, შესაძლოა, რეგიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენოს.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ოსური მხარე სოფელ ჩორჩანას არსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვდა.

ქართული მხარემ კი პოზიცია არ შეცვალა და განაცხადა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არც განიხილება, ვინაიდან ის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

პასუხი ოსური მხარის ულტიმატუმს: „ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება”

 

ჩვეულებრივი „საიდუმლო დოკუმენტი“, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლება განარისხა და რუსებს წერის სურვილი აღუძრა

 

ცხინვალმა გუშინ მოიპოვა და გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაა და ვახტანგ გომელაურის ხელმოწერითაა დადასტურებული.

„საიდუმლო დოკუმენტი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამოქმედო გეგმის“ – ასე გავრცელდა სუს-ის ეს სრულიად უწყინარი მიზნები, რუსულ პრესაში. 

"ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით..." - რუსეთმა ახალგორის "ჩაკეტვის" გადაწყვეტილება მიიღო

ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო.

დოკუმენტი 2015 წლით თარიღდება და 2016-20 წლის გეგმას წარმოადგენს.

აღშფოთება რა თქმა უნდა, „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების“ და „სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ან ფინანსური შემოთავაზებებით გაერთიანების“ პუნქტმა გამოიწვია.

სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, შეიცავს გეგმას, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის და რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის განადგურებასკენ და რომ ოფიციალურ თბილისს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პირდაპირი მოსყიდვა სურს.

დეფაქტო რეჟიმის KGB-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის ანალიზში ნათქვამია, რომ „ქართულმა მხარემ, მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური დამარცხებისა, არ დაივიწყა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების განზრახვა.“

აქვე ნათქვამია, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, ე.წ. საზღვართან ბლოკპოსტის განთავსებები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ კლასიკური ჰიბრიდული ომის ნიშანია. 

სუს-ის წარმომადგენლის ცნობით, ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

ახალგორის მაცხოვრებლენის ნაწილის ინფორმაციით, მათ რუსი ე.წ. მესაზღვრეები აფრთხილებენ, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, 3 სექტემბერს, 18:00 საათიდან ჩაიკეტოს.

“ამავე დროს, ქართული ჰიბრიდული სპეცოპერაციის მთავარი მიზანი 2008 წლის აგვისტოს პოლიტიკური შედეგების რევიზიაა,” – აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება.

 

პანიკა ხალხში და გახშირებული ჩაკეტვა 

ე.წ. საზღვარი ცხინვალმა 10 დღეში უკვე მეორედ დაკეტა. სექტემბრის დასაწყისშივე ადგილობრივებში იყო პანიკა იმის შესახებ, რომ დეფაქტო ხელისუფლება საზღვრის მუდმივად დაკეტვას გეგმავდა, თუმცა ერგნეთის ტექნიკურ შეხვედრაზე, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. წარმომადგენლებს შორის საუბრის შემდეგ, სუს-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ დადასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები