LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საინტერესოა, რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა პანდემიის დროს” – ბრაზილიის პრეზიდენტი ამბობს, რომ კორონავირუსი შესაძლოა ბიოლოგიური ომისთვის შეიქმნა

109
Untitled design (1)

‘სამხედროებმა ყველაფერი იციან ქიმიური და ბიოლოგიური ომის შესახებ. ეს ახალი ვირუსია და არავინ იცის საიდან გაჩნდა – შეიქმნა ლაბორატორიაში, თუ წარმოიქმნა იმის შემდეგ, რაც ადამიანმა რაღაც ცხოველი შეჭამა.” – მსოფლიოს ლიდერებში კიდევ გამოჩნდა ერთი, რომელიც კონსპირაციულ თეორიებზე საუბრობს და პანდემიის მიზეზად პირდაპირ არა, თუმცა ირიბად, ჩინეთს ასახელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ გუშინ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა “ბიოლოგიური ომის” დასაწყებად შეიქმნა.

აქცენტი ჩინეთზე კი უფრო მკვეთრი გახდა მას შემდეგ, რაც ბოლსონარომ საუბარი დაიწყო იმ ქვეყნის შესახებ, რომლის ეკონომიკაც მკვეთრად გაიზარდა.

“შეიძლება ბრძოლა ახალ ომში მოგვიწიოს? საინტერესოა, რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად?” – იკითხა პრეზიდენტმა რიტორიკულად. უახლესი მონაცემებით კი, ჩინეთი “დიდი ოცეულის” ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომლის ეკონომიკაც გასულ წელს 2,3%-ით გაიზარდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბრაზილიის ხელისუფლება ჩინეთს ღიად აკრიტიკებს – ბრაზილიის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა წარსულშიც გააკრიტიკა ჩინეთი, რამაც ბრაზილიის უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობა დაძაბა.

ბრაზილიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტო არაუხო კი მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყანას “მაოისტური ჩინეთი” უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი “მსოფლიო ბატონობა” იყო.

რაც შეეხება თეორიას, ვირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ, როგორც ჩანს, კიდევ ბევრი მომხრე გამოუჩნდება, ამავე დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებს, რომ “კოვიდ-19-ის ლაბორატორიაში შექმნა და შემდეგ გაშვება ნაკლებად სავარაუდოა”.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გადაცემა ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია: ჯანმოს ვერსიები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g