LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ალტ-ინფოს” პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის” რეგისტრაცია შეაჩერა

249
„ალტ-ინფო“

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაცია შეაჩერა. დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ 10 დღის ვადა მიეცათ.

როგორც რეესტრი დასაბუთებაში წერს, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო:

  •  ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.
  •  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან”. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.
  •  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ.

რეესტრი განმარტავს, რომ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

  • სარეგისტრაციოდ წარდგენილ წესდებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება მითითებულია არაერთგვაროვნად;
  • სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას.

წესდებაში აღნიშნულია, რომ პარტიის ემბლემა არის შინდისფრად გამოსახული 5 მცირე ზომის ჯვარი, რომელიც მთლიანობაში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ჯვრის სახით. ჯვრის გვერდით, ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილია პარტიის ოფიციალური დასახელება.

  • სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად წესდების სხვადასხვა მუხლებში.
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების 10.3 მუხლი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას.
  • რეესტრი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი. მათ მიერ შეტანილი წესდება კი პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს.
  • რეესტრის თქმით, ურთიერთშეუსაბამოა წესდების 16.3. და 17.5. მუხლები, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეეხება.

რეესტრი აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“- „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

mazda magti 5g