LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვა დასრულდა

130
Capture

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული kონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა დღეს დასრულდა. განხილვის ბოლოს მხარეები მოსამართლეთა პლენუმის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგნენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პარლამენტის 80-მა წევრმა წარადგინა.

„ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ“ – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს მიმართავს 

არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, პლენუმი გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.

„თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ“ – კობახიძის მიმართვა ჩუგოშვილს, რომელმაც  სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა

„არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი 

„დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ“ – ირაკლი კობახიძის პასუხი მაია კოპალეიშვილს, რომელმაც მას თვითკმაყოფილი უწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები