მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ოჯახთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა. სალომე ღვინიაშვილი ქმარ-შვილთან ერთად საქართველო – ნორვეგიის საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს. მათ შორისაა მისი შვილების „სელფი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ნორვეგიას შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩებს 17 ივნისს კვიპროსის, 20 ივნისს კი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.