LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე წერეთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლის, INSEAD-ის პარიზის კამპუსში ისწავლის

165
sali

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული სალომე წერეთელი 2024 წლის იანვრიდან სწავლას აგრძელებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლის, INSEAD-ის (Institut Européen d’Administration des Affaires) პარიზის კამპუსში, სკოლის ნაწილობრივი დაფინანსებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, INSEAD-თან ერთად, სალომემ დადებითი პასუხი მიიღო ევროპის სხვა წამყვანი ბიზნესის სკოლებიდან, სწავლის დაფინანსების შემოთავაზებით, როგორებიცაა: IE Business School, IESE Business School და HEC Paris.

საბოლოოდ კი არჩევანი INSEAD-ის ბიზნესის სკოლაზე გააკეთა, სწავლის მაღალი ხარისხისა და სკოლის ძლიერი საერთაშორისო ფოკუსის გათვალისწინებით. ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ, სალომე გეგმავს, გაიმდიდროს საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება და მიღებული ცოდნით დაუბრუნდეს საქართველოს ბიზნესის სექტორს.

სალომემ 2019 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, მესამე კურსიდან მოხვდა 10 სტუდენტს შორის და შეუერთდა საქართველოს ბანკის პროგრამას – ლიდერატორი. მას შემდეგ ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა კორპორატიულ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ანალიტიკის, ასევე გაყიდვების მიმართულებით. ამჟამად სალომე წამყვანი კორპორატიული ბანკირია ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართულებით.

 

ქართველი გოგონა, რომელმაც მოწვევა 4 საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მიიღო, სწავლას Stanford-ში გააგრძელებს

ელენე მურჯიკნელი მაგისტრატურაზე სწავლას გაერთიანებულ სამეფოში, London Business School-ში გააგრძელებს

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც კარიერა ლონდონში KPMG-ში გააგრძელა 

„უნივერსიტეტმა დამიფინანსა სწავლის გადასახადი“ – ანი ჭიღიტაშვილი სწავლას ბერკლიში გააგრძელებს

რეზი ცეცხლაძე მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის კონკურსზე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს

ქართველი გოგონა შვედურ გაზეთში ჟურნალისტად იმუშავებს – ლიკა კობეშავიძემ Lund-ის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსება მოიპოვა

გაიცანით რუსთაველი მოსწავლე, რომელსაც სწავლას ევროკავშირი 50 000 ევროთი დააფინანსებს

ქართველი გოგონა სრული დაფინანსებით სწავლას College of Europe-ში გააგრძელებს 

გორის მე-3 სკოლის კურსდამთავრებული $300 000-იანი დაფინანსებით სწავლას Mississippi-ს უნივერსიტეტში გააგრძელებს 

მეგი ქარცივაძე Harvard University-ში კვლევითი ვიზიტით გაემგზავრება – ახალგაზრდა ლექტორმა ფულბრაითის სტიპენდია მოიპოვა