გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ინფორმაციას მესამე სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალგაზრდა Mississippi State University-ში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის.
„სასიხარულო ინფორმაცია! სიამაყითა და სიხარულით გაცნობებთ,რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში!
იგი წარმატებით ჩაირიცხა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University. მან არჩევანი Mississippi State University-ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილმა მოიპოვა $300000 დაფინანსება ოთხი აკადემიური წლის განმავლობაში. ვულოცავთ მიხეილს ამ უდიდეს წარმატებას!“, – აღნიშნულია გორის მესამე სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გვანცა ჩიტაური სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ბოსტონში გააგრძელებს
მარიამ ხარაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში, Columbia Business School-ში ისწავლის
რატი გაბუნიამ New Mexico-ს უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა – ის აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის
ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა
„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა