თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული გვანცა ჩიტაური სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას აგრძელებს Hult International Business School-ის ბოსტონის კამპუსში Master in Finance მიმართულებით, უნივერსიტეტის 40%-იანი დაფინანსებით. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
გარდა ამისა, გვანცამ სწავლის გაგრძელებაზე თანხმობა მიიღო Bentley University-ში Master’s in Accounting პროგრამაზე, აგრეთვე საუნივერსიტეტო დაფინანსებით. თუმცა უნივერსიტეტის რეიტინგისა და კურიკულუმის გათვალისწინებით, გვანცამ საბოლოო არჩევანი Hult-ზე შეაჩერა.
გვანცამ 2020 წელს ESM-ის ფინანსების კონცენტრაცია დაამთავრა. დამამთავრებელ კურსზე მან KPMG-ში დაიწყო მუშაობა და გასულ წელს უკვე სენიორ აუდიტორი გახდა, ორმაგი დაწინაურებით. სწორედ ამ კარიერული გამოცდილების გათვალისწინებით, გვანცამ გადაწყვიტა Hult-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება, რათა მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს ფინანსების მიმართულებით.
მარიამ ხარაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში, Columbia Business School-ში ისწავლის
რატი გაბუნიამ New Mexico-ს უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა – ის აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის
ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა
„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა