LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას Missouri-ის უნივერსიტეტში გააგრძელებს – ის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულია

151
ირაკლი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ირაკლი მაჭარაშვილი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. იგი სწავლას University of Missouri-ში განათლებაში მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

ასევე, ირაკლი მიიღო University of Maryland-მა და Erasmus University Rotterdam-მა. თუმცა მან University of Missouri-ში სწავლის გაგრძელება არჩია.

ირაკლი მაჭარაშვილი: „მჯერა, მომავლის განათლების ჩამოყალიბებაში მონაცემთა მეცნიერება, სტატისტიკა და ხელოვნური ინტელექტი უდიდეს როლს ითამაშებს, უკეთესობისკენ შეცვლის სწავლების მეთოდოლოგიებს და გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს. ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება, რომლის საფუძვლებსაც თავისუფალ უნივერსიტეტში გავეცანი. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ დავინტერესდი განათლებით და კარიერა დავუკავშირე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში მომუშავე კომპანიებს, სწავლის გაგრძელების პარალელურად. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა ლექტორის და რეკომენდატორის, რომელიც ამ გზაზე ბევრჯერ დამეხმარა“.

მარიამ ხარაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში, Columbia Business School-ში ისწავლის 

საბა ფცქიალაძე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ბოსტონში Hult International Business School-ში გააგრძელებს

გაიცანით 12 ქართველი სტუდენტი, რომელიც აშშ-ში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

„სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო“ – გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტი

რატი გაბუნიამ New Mexico-ს უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა – ის აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის

ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

„მე ვარ გიორგი, საქართველოდან“ – ბიჭი, წარმატებული კარიერით გერმანიაში, რომელმაც კვების პირველი სოციალური ქსელი შექმნა 

თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა

„სადაც არ უნდა წავიდე, ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ – ქართველი გოგონას ამერიკული ცხოვრება და ინოვაციური სტარტაპი სან-ფრანცისკოში

ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა 

„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის

გურამ ქართველიშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის საინვესტიციო ფონდში დასაქმდა

თორნიკე ყიყიშვილმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მენეჯერული პოსტი დაიკავა: „ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე“

ქართველი გოგონა ევროპაში ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიას შეისწავლის – მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა

ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის 

ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს

ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა

„სამაგისტრო პროგრამებზე ევროპის 5-მა უნივერსიტეტმა მიიღო“ – გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტი