საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე ტვიტს აქვეყნებს.
“მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, – წერს ზურაბიშვილი.