LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამართლიანად გამოიძიონ წურწუმიას საქმე” – აქცია შს სამინისტროსთან

135
sr b

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გამართეს. ახალგაზრდები მხარდაჭერად უცხადებენ მოკლულის ოჯახს და აცხადებენ, რომ “სისტემა, რომელიც კლავს” უნდა შეიცვალოს. ისინი სრულ პასუხისმგებლობას პრემიერ გახარიას და შსს მინისტრს აკისრებენ.

ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავა აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს იმ ადამიანებმა, ვისაც “ქართული ოცნება” აქციების დარბევის დროს იყენებს.

“მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ეს დანაშაული ჩაიდინეს სწორედ იმ ადამიანებმა, ვისაც მთავრობა იყენებს, ვინც აქციის დარბევაში მონაწილეობდა. ჩვენ გვინდა, რომ ის ადამიანები ვისაც ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, ჩამოშორდნენ სისტემას, რომელიც შესაცვლელია და ჩვენ მას აუცილებლად შევცვლით”, – აცხადებს “შეცვალეს” წევრი ნიკა ფარულავა.

“სარალიძესავით ვერ მომატყუებთ, მე ის ქალი არ ვარ” – მოკლულის დედა ბრალდებულის სასამართლოზე არ შეუშვეს

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს “ქართული ოცნების სახე არის “დათხრილი თვალები”, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაიწყო და მას შემდეგ არ შეწყვეტილა. ამის მაგალითად ასახელებენ 24 წლის მურად წურწუმიას, რომელსაც სპეცრაზმელმა ცემის დროს თვალი დათხარა, რომელიც დაზიანებებისგან ის გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე წითელი საღებავით შეღებილი ხელების ანაბეჭდები დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა. ოჯახის მტკიცებით, საქმეში მეორე პირიც მონაწილეობდა, რომელიც დაკავებული არ არის და მათი ვარაუდით მას გარკვეული პირები ხელს აფარებენ. ამ დროისათვის დამნაშავე ზურაბ ფოფხაძე დაკავებულია, მას გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g