ოკუპირებულ რეგიონში დაბომბვისგან დასაცავად თავშესაფრებს ააშენებენ. ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობის განსაკუთრებული და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა. აზამატ ჩოჩიევის განმარტებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოეწყობა სამი ბუნკერი, რომელიც მოსახლეობისთვის დაბომბვის შემთხვევაში თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს. მინისტრმა აღნიშნული განცხადება სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა და საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით პროექტის საშუალო ღირებულება დაასახელა. ჩოჩიევი ამბობს, რომ ერთი ბუნკერის მოსაწყობად საჭიროა 3-დან 5 000 მილიონ რუბლამდე. კონკრეტული ადგილი, თუ სად იგეგმება ბუნკერების მოწყობა ჯერ დასახელებული არ არის და არც იმ თანხის წარმომავლობაა გარკვეული, რომელიც თავშესაფრისთვის არის საჭირო. პრესკონფერენციის ამბავი რამდენიმე რუსულენოვანმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათ შორის “ეხო კავკაზამ”.
აზამატ ჩოჩიევი აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის მისი წინამორბედი ხელმძღვანელის მოადგილე იყო. დაწინაურებიდან რამდენიმე თვეში მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობას საკუთარი სარიოზული ინიციატივა უკვე წარუდგინა.
ჩემი მიზანია, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ჩემი პრეზიდენტობისას მოხდეს – სალომე ზურაბიშვილი