LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსუნგის Odyssey G9 ერთდროულად სამი მონიტორის ფუნქციას ასრულებს

326
samsungg9

სამსუნგის უახლესი ქმნილება Odyssey G9 იმდენად დიდი ეკრანია, რომ ფაქტობრივად 3 მონიტორის მოცულობას აღწევს. ფენომენალური მონიტორის რეზოლუცია 5120 x 1440 პიქსელია და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფერთა გამა არნახულ ეფექტს იძლევა.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ასეთი მონიტორი კოსმოსურ ხომალდში ყოფნის განცდას ქმნის და მასზე მუშაობა ნამდვილი კომფორტია. G9–ს გიგანტური ჰორიზონტალური ეკრანი საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოს და ის განსაკუთრებით მოსახერხებელი ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება.

როგორც „სამსუნგში“ ვარაუდობენ, მათი ქმნილება განსაკუთრებით მოეწონებათ გეიმერებს. უნიკალური რეზოლუციის და გრაფიკის დამსახურებით კომპიუტერული თამაშების ახალი ერა იწყება. რამდენიმე გეიმერმა სიახლე უკვე დატესტა და თამაშისგან მიღებული სიამოვნების აღწერა გაუჭირდა კიდეც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ სასურველ შედეგს მიიღებდნენ, მოხალისეთა უმრავლესობას ეკრანის მასშტაბებთან შეგუება დასჭირდა.

და ბოლოს, The Samsung Odyssey G9–ს ფასი 1 479.99 დოლარია ანუ პრემიუმ მონიტორის ღირებულებაც პრემიუმია. ასე რომ, ვისაც კომფორტი ნებისმიერ თანხად უღირს, უკეთეს ტექნოლოგიას უბრალოდ ვერ ნახავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები