LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდეგ 22 წლის გოგო გარდაიცვალა

175
BeFunky-collage - 2022-10-23T010822.014

სამტრედიაში გლანდების ოპერაციის შემდეგ 22 წლის გოგო გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოჯახის ახლობლების თქმით, ქალს სისხლდენა დაეწყო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

როგორც მედია იუწყება, მიმდინარეობს ექსპერტიზა, რის შემდეგაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

„გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. სახ­ლში რომ წა­ვი­და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. “ფე­ის­ბუქ­ზე” “სთო­რებს” დებ­და, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ და­ი­ღა­ლა ტკი­ვი­ლით და მეტი აღარ შე­ეძ­ლო. გუ­შინ ღამე სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხეს, გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში ისევ, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა“, – ამბობენ Mega Tv-ის ცნობით, გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

“ფორტუნა” კლინიკა გიდს დაუკავშირდა და ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა.

როგორც კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, ლანა დარჯანიამ მათთან გლანდების ოპერაცია ნამდვილად გაიკეთა, თუმცა, მისივე სიტყვებით, პაციენტს ოპერაციის შემდგომი გართულებები არ აღენიშნებოდა და კლინიკიდან 4 დღის წინ გაწერეს.

“კლინიკიდან გართულებების გარეშე გაეწერა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს”, – აცხადებენ კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g