LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ უსიმპტომო ადამიანების დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია – ეპიდემიოლოგი

319
774b9e3fa8a3

„სამწუხაროდ უსიმპტომო ადამიანების დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია“,-ამის შესახებ “ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით უსიმპტომო პაციენტებში კორონავირუსის დადასტურება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი.

სეზონური გრიპისა და კორონავირუსის თანხვედრამ შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს – ეპიდემიოლოგი

„უსიმპტომო ადამიანების დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში, კორონავირუსის დადასტურება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება. სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად ამის დადგენა თითქმის შეუძლებელია.

ერთადერთი რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს მოსახლეობამ, საჭიროების შემთხვევაში თუ მათ გარშემო ვინმეს აღენიშნება ვირუსი და მათ აქვთ კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ნიჰილისტური განწყობა შეინიშნებოდა ამ დაავაადების მიმართ, აუცილებლად უნდა წავიდეს და ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევა.

მიუხედავად იმისა, ადამიანი უსიმპტომოა თუ სიმპტომიანი, ერთი მინიშვნელოვანი მომენტია, მოსახლეობამ უნდა იცოდეს პრევენცია. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხის მიღებამდე ყველამ უნდა ჩათვალოს, რომ ის არის პოტენციური ინფიცირებული“,-განაცხადა ოთარ კოჩოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები