LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ვერ არის საქმე კარგად: გიორგი ფხაკაძე

3911
1623429993-106808949-16075522142020-12-09t220403z-1272040849-rc2yjk9d2d95-rtrmadp-0-health-coronavirus-vaccine-usa

ინდური შტამი იპყრობს მსოფლიოს. ბრიტანეთში ინფიცირებულების 96 პროცენტი არის ინდური შტამით ინფიცირებული – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუკლაივში” განაცხადა.

ფხაკაძე ვარაუდობს, რომ მეოთხე ტალღა, რომელიც სექტემბერში უნდა ყოფილიყო, აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება, რადგან საქართველოში ინდური შტამის გავრცელება დაიწყო.

“ინდურის შტამი დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში. ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები