LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა გადელიას წარმატებული გამოსვლა საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე (ვიდეო)

460
1510675010

საბავშვო ევროვიზია 2020-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია მე-7 ნომრად გამოვიდა. ქართველმა კონკურსანტმა გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერა „შენ მარტო არ ხარ“ (You are not alone) შეასრულა.

პანდემიის გამო, საერთაშორისო ღონისძიება ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. კონკურსში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv-ზე არის შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ყურების შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს, მათ შორის საქართველოს. პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, ყველა სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთით.

საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე მარიტა ხვედელიძე გამოაცხადებს.

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები