LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება

1313
4

მცირე ზომის და საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის გრანტების ახალი პროგრამა დაიწყება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სექტემბერში დაანონსდება და დაიწყება მცირე გრანტების კონკურსი, მცირე გრანტების მორიგი პროგრამა, რომლის პრიორიტეტი მცირე და საოჯახო სასტუმროები იქნება.

“მცირე გრანტების კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროების პრიორიტეტად განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მომზადებული სამოქმედო გეგმის ნაწილია, საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების, საკრედიტოსაგარანტიო სქემისა და დამატებითი მარკეტინგული პროექტების განხორციელებასთან ერთად“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორზე ნაკლები უარყოფითი გავლენის მოხდენის მიზნით და დარგის მხარდასაჭერად რამდენიმეპუნქტიან ე.წ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, სახელმწიფო მცირე სასტუმროებს საბანკო ვალდებულებების პროცენტს დაუფინანსებს. ასევე, ტურიზმის სექტორს დაეხმარება საკრედიტო-საგარანტიო სქემა და მესამე არის მარკეტინგული ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები