LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

185
1505457551-e1537295610333-890x395-c

სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გახსნა. ე.წ. რაზდახანის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის გადასვლა უკვე მოხერხდა. ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის გახსნის ფაქტს ადასტურებს ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით აღნიშნა, რომ ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობა ათი დღის განმავლობაში შეეძლება ყველას, ვისაც ე.წ. დოკუმენტაცია წესრიგში ექნება. გამგებელი ამბობს, რომ ოკუპირებულ ახალგორში 1 400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობაც.

“საიდუმლო დოკუმენტი”, რომლის გამოც დეფაქტო რეჟიმი “განრისხდა” – ე.წ. საზღვრის კეტვის ქრონიკები

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვარი 5 სექტემბერს ჩაიკეტა. ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, 5 თვის განმავლობაში მათივე კუთვნილი პენსიის აღებას ვერ ახერხებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები