LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოპუკაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს

134
68722563-10157436726387954-3675988291611525120-o

ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაციამ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართა.

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად გასული წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია”,- ნათქვამია განცხადებაში.

14 იანვარს საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედაც აღმართეს.

პოპულალურები